რადოსლავ სიკორსკი - ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გაფართოების პროცესს - მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა

მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში დაამკვიდრა “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პრიორიტეტზე საუბრისას განაცხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გაფართოების პროცესს.

სიკორსკის თქმით, პოლიტიკური ვაკუუმის დატოვება უახლოეს სამეზობლოში - ბალკანეთში, უკრაინაში ან მოლდოვაში - კარის გაღებაა სხვა, არადემოკრატიული ძალებისთვის.

მან ისაუბრა გაფართოების პროცესში „უარყოფით ტრენდებზეც“ და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა და გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოში ანტიევროპული ტრენდი „შემობრუნდება. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

“როგორც [ევროკავშირის საბჭოს] პრეზიდენტი ქვეყანა, ვზრუნავთ ევროკავშირის აღმოსავლეთითა და სამხრეთით გაფართოების პროცესის სისწრაფესა და ხარისხზე. გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და ბევრი კრიზისის დროს, რომლებიც ახლა მსოფლიოში ხდება, ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გაფართოების პროცესს.

პოლიტიკური ვაკუუმის დატოვება ჩვენს უახლოეს სამეზობლოში - ბალკანეთში, უკრაინაში ან მოლდოვაში - კარის გაღებაა სხვა, არადემოკრატიული ძალებისთვის. ჩვენი მიზანია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა როგორც უკრაინასთან და მოლდოვასთან, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ჩართულობის დონის შესაბამისი იქნება.

სამწუხაროდ, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ასევე უარყოფით ტრენდებს ვადევნებთ თვალს. მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა - რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. პოლონეთის [ევროკავშირის საბჭოში] პრეზიდენტობა მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს”, - განაცხადა სიკორსკიმ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა