ლევან მგალობლიშვილი - უმნიშვნელოვანესია დიმიტრი გულიას წვლილი ქართული და აფხაზური საზოგადოებების დაახლოების საქმეში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ დავით მორგოშიასთან ერთად, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას დაბადებიდან 151 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზი პოეტის ძეგლი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„უმნიშვნელოვანესია დიმიტრი გულიას წვლილი ქართული და აფხაზური საზოგადოებების დაახლოების საქმეში. ასევე, სამაგალითოა მისი მოღვაწეობა, რადგან ის იყო ეთნიკურად აფხაზი, რომელიც განსაკუთრებით აფასებდა და ესმოდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობა. მისი მოღვაწეობაც სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა და აღნიშნული მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დიმიტრი გულიას სურვილი ძალიან მალე რეალობად იქცევა და ქართველებისა და აფხაზების ერთობა კვლავ აღდგება.

„დარწმუნებული ვარ, რომ მისი და ჩვენი საზოგადოების სურვილი მალე რეალობად იქცევა და უახლოეს პერიოდში აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან და ძლიერ საქართველოში გავაგრძელებთ თანაცხოვრებას“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

დიმიტრი გულიას სახელს უკავშირდება აფხაზური ანბანის შექმნა. გულიამ არაერთი მნიშვნელოვანი ქართული ნაწარმოები თარგმნა აფხაზურ ენაზე, მათ შორის, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი, იყო პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის“ რედაქტორი.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს