ნიკოლოზ სამხარაძე - საგანგაშოა ის, რომ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა ვერ ახერხებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების დაგმობას

საგანგაშოა ის, რომ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა ვერ ახერხებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების დაგმობას. ევროპული უსაფრთხოების ფართო კონტექსტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის განხილვის კუთხით არსებული ხარვეზები იწვევს განცდას, რომ სტაბილურობის უზრუნველყოფა, მშვიდობიანი თანაარსებობა, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა და მიმდინარე ოკუპაციის განსაზღვრა სცილდება ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის შეხვედრაზე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„პირველ რიგში მსურს, თქვენი ყურადღება მივმართო ძალიან მტკივნეული და შემაშფოთებელი მოვლენებისკენ, რომელიც საქართველოზე ზეგავლენას ახდენს. ეს არის საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის მიმდინარე უკანონო ოკუპაცია და მოვლენებზე, რომელიც ადგილზე ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს. გასულ კვირას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. უფრო მეტიც, ამ ფარსი არჩევნებისთვის ორი უბანი გაიხსნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მოსკოვსა და ჩერკასში. მკაცრად ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას“, - აღნიშნა სამხარაძემ.

მისი თქმით, ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ მცდელობას.

„ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, დე ფაქტო ხელისუფლების ყველა ქმედება და საკანონმდებლო აქტი ბათილად არის გამოცხადებული. საგანგაშოა ის, რომ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა ვერ ახერხებს ამ ე.წ. არჩევნების ჩატარების დაგმობას. ევროპული უსაფრთხოების ფართო კონტექსტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის განხილვის კუთხით არსებული ხარვეზები იწვევს განცდას, რომ სტაბილურობის უზრუნველყოფა, მშვიდობიანი თანაარსებობა, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა და მიმდინარე ოკუპაციის განსაზღვრა სცილდება ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა