ნიკოლოზ სამხარაძე - ბატონო უილსონ, თქვენ რომ გულწრფელი ყოფილიყავით, დაგმობდით ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში - უცხოელი პოლიტიკოსების ჯგუფმა აირჩია, არ აღიაროს საქართველოს არჩევნები, მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ხალხის არჩევანს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა პოლიტიკურად პლურალურ გარემოში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რამაც უზრუნველყო გამჭვირვალობა და არჩევნები იმაზე ბევრად კარგად იყო ორგანიზებული, ვიდრე მანამდე ჩატარებული ყველა არჩევნები, უცხოელი პოლიტიკოსების გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის ბატონმა უილსონმა, რომელიც აქ იმყოფება, აირჩია არ აღიაროს არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის შეხვედრაზე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკოსები ავრცელებენ სრულად გადაუმოწმებელ ბრალდებებს და დეზინფორმაციას.

„ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა, დაადანაშაულა, ვახდენ მის ციტირებას, რომ „ეუთო/ოდირი იმყოფება ტოტალიტარული რეჟიმის გავლენის ქვეშ, რომელიც არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით დაინტერესებული“. ასეთი განცხადებების მიზანი არა მხოლოდ ეუთო-ს რეპუტაციის ძირის გამოთხრაა, არამედ ხაზს უსვამს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის მიმართ უპატივცემულობას. ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ზეწოლის გამო, რაც გარკვეულმა უცხოურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ეუთო/ოდირის მისიის მიმართ განახორციელა და ასევე ამ პოლიტიკოსების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და გამოიჩინონ მათი სუვერენული უფლებების მიმართ ურყევი ვალდებულება. არ არსებობს სანდო საერთაშორისო ორგანიზაციიდან არცერთი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს მიმართა, რომელმაც კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ჩატარებულ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებული უწოდა.

„ბატონო უილსონ, თქვენ რომ გულწრფელი ყოფილიყავით საუბრის დროს, ასევე დაგმობდით ფარსს ე.წ. არჩევნებს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში“, - მიმართა სამხარაძემ ამერიკელ კონგრესმენს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს