„ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ შეძახილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

„ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”,- ამ შეძახილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, მანამდე ბათუმის ცენტრალური პარკიდან მარში მოაწყვეს.

შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ მდუმარე მარში ე.წ. „ოცნების ქალაქში“ დაღუპულ ორი ბავშვის ხსოვნას ეძღვნებოდა.

მათი თქმით, საქართველოში ბავშვები უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდნენ, სადაც მათი სიცოცხლე დაცული იქნება.

“რატომ არ გამოცხადდა გლოვა ქვეყანაში? რატომ არ ჰქონდა ტერიტორიას უსაფრთხოების ღობე შემოვლებული? რატომ არავინ გაითვალისწინა ხალხისგან მიტაცებულ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ბათუმის მერიაში, ხალხისგან მიტაცებულ აჭარისა და საქართველოს მთავრობებში, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ უნდა დაწყებულიყო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის გარეშე? რის გაკეთებას აპირებენ დასახლებაში დანაშაულებრივი გულგრილობის გამო მომხდარი შემზარავი ფაქტის შემდეგ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს? როდის ამოავსებენ ორმოებს, როდის დახურავენ ღია ჭებს, რომ მორიგი ტრაგედიის შიშით არ ვცხოვრობდეთ?

ანდრიას და ლევანის ხსოვნის პატივსაცემად, ჩვენი შვილების დასაცავად, კორუფციისა და სამსახურებრივი გულგრილობის გამო ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრების აუტანლობის გამო ვიკრიბებით”,- აღნიშნავდნენ ისინი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა