ირაკლი კობახიძე - გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ჩვენი ღია შეთავაზება აშშ-ის ხელისუფლების მიმართ

ჩვენ გვინდა არამხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან, არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან შეიძლება საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა ფიქრობს, რომ გარკვეულ ეტაპზე დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით.

„ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი და ამის შესახებ არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ. გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, არის შიდა საქმეები მოსაგვარებელი, არის ომის დამთავრების საკითხი, რითაც არის დაკავებული ტრამპის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, შეიძლება საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით და ეს უნდა გახდეს საწინდარი იმისა, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის" დამარცხებაზე. იმდენად, რამდენადაც შეძლებს ტრამპი „დიფ სთეითის" დამარცხებას, გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ევროკავშირზეც და განაცხადა, რომ „ევროკავშირს აქვს უამრავი პრობლემა, მათ შორის მძიმე ეკონომიკური რეცესია“.

„იცით, რომ კრიზისული ვითარებაა, დღეს ევროკავშირში არის მძიმე ტენდენციები ეკონომიკური რეცესიის თვალსაზრისით, ალბათ, უფრო მეტად ამაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა