აჭარის რეგიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

აჭარის რეგიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თოვის გამო, როგორც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბლობში სატრანსპორტო გადაადგილების პრობლემები შეიქმნა.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ერთი დღით შეჩერდა.

„რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების, მოსალოდნელი უამინდობისა და ქარის გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 24 თებერვალს სააღმზრდელო პროცესის ერთი დღით შეჩერების თაობაზე. სააღმზრდელო პროცესი განახლდება 25 თებერვალს“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ასევე, ხულოს მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ქარბუქის გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება

„რთული მეტეოროლოგიური პირობების - დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ქარბუქის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, 24 და 25 თებერვალს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იქნება. სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება“, -აცხადებენ ხულოს მერიაში.

ამასთან, აჭარის მუნიციპალიტეტებში, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა