ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა სურს, რასაც ხელს უშლის ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც „ტოქსიკური ფიგურა“ უწოდა

დონალდ ტრამპი არა მხოლოდ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, არამედ, იმას აკეთებს, რაც სურს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით თავისუფალი ხელი აქვს, თუმცა კონფლიქტის არსებითი გადაწყვეტის საკითხის დონალდ ტრამპთან განხილვა ჯერ არ მომხდარა.

„ის არა მხოლოდ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, არამედ, იმას აკეთებს რაც სურს. ეს ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერის პრივილეგიას წარმოადგენს“, - განცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთს მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა სურს, მაგრამ ამას ხელს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უშლის.

„შექმნილ ვითარებაში, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სიმართლე გითხრათ, ჩვენ დაინტერესებულები ვიქნებოდით, რომ ის იქ იჯდეს და განაგრძოს იმ რეჟიმის დაშლა, რომელთანაც შეიარაღებულ კონფლიქტში ვართ. მაგრამ, უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაძლიერების ინტერესების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აუცილებელია უფრო ენერგიულად და სრულიად განსხვავებული მიმართულებით მოქმედება - ხელისუფლებაში იმ ადამიანების მოყვანით, რომლებიც უკრაინელი ხალხის ნდობით ისარგებლებენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს - და სხვებს - "უფლება აქვთ და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ" მოლაპარაკებებში უკრაინაში ომის საკითხის მოსაგვარებლად.

პუტინმა ინტერვიუში თქვა, რომ მზად არის იმუშაოს "უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკელებთან" უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში იშვიათი ლითონებისა და სტრატეგიული მინერალების მარაგების განვითარებაზე.

ასევე, რუსეთის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტოქსიკურ ფიგურად" მოიხსენია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა