ბადრი ჯაფარიძე - იუნკრებმა მოგვცეს მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის

იუნკრებმა მოგვცეს მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის და ის რომ საქართველოს გადასარჩენად მზად იყო თავშეწირვისთვის,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კოჯორში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იუნკერთა თავგანწირვა არის ის, რამაც „ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა“.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკერთა ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. მათი თავგანწირვა და თავშეწირვა არის სწორედ ის, რამაც დღემდე ჩვენი ქვეყანა მოიყვანა. თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რაც არ უნდა აღმატებული იყოს მტერი რიცხოვნობით. ასეთი თავგანწირვით ჩვენმა წინაპრებმა და ამ შემთხვევაში იუნკრებმა, რომლებმაც ბოლშევიკებს გაუწიეს წინააღმდეგობა, ურიცხვ მტერს შეებრძოლნენ, რათა თავისუფლება დაეცვათ. მათ მოგვცეს მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის და ის რომ საქართველოს გადასარჩენად მზად იყო თავშეწირვისთვის“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გარდა ამ თემისა, ჯაფარიძემ ისაუბრა დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოცხადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არავის მოუთხოვია, რომ „საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შეეწყვიტა“.

„გუშინ გამოცხადდა ახალი სანქციები დიდი ბრიტანეთის მხრიდან, რათა რუსეთს ნავთობის რეალიზაციიდან შემოსავალი შეუმცირდეს. ჩვენი მეგობრები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ქვეყანა არ უნდა გახდეს ტრანზიტი ისეთი პროდუქციის შესატანად რუსეთში, რომელიც რუსეთის აგრესიულ მანქანას აძლიერებს. არასოდეს არავის მოუთხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ეს არის ტყუილი და პროპაგანდის გავლენა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა