ირაკლი კობახიძე - ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი - სანქციების არდაწესებაც პრინციპული გადაწყვეტილება იყო

ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის, პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არდაწესებას, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 3 წლის წინანდელი განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოთ.

„ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის სამი წლის წინანდელი განცხადება. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ საქართველოში ესკალაცია მომხდარიყო, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოთ, რომელიც უკრაინაში დაიწყო. ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის, პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არ დაწესებას. ეს ერთის მხრივ ნიშნავდა ესკალაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს უნდოდათ, მეორეს მხრივ, ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით. მაშინ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა. ამის შემდეგ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 25 თებერვალს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს საქართველო არ შეუერთდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება „ეროვნული და ხალხის ეროვნული ინტერესებით“ ახსნა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის