ბათუმში, უხვი ნალექის შედეგად, კობალაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილები დაზიანდა - საცხოვრებელი კორპუსების სახურავებიდან თოვლის მასა ცვივა

ბათუმში, უხვი ნალექის შედეგად, კობალაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილები დაზიანდა.

მოქალაქეების თქმით, თოვლის მასა საცხოვრებელი კორპუსების სახურავებიდან ცვივა და აზიანებს, როგორც მწვანე ნარგავებს, ასევე კომერციულ ფართებს.

„ქუჩაში გადაადგილება საფრთხის შემცველია, კორპუსებიდან თოვლის მასა ვარდება აზიანებს ყველაფერს. ქვეითები მოერიდეთ ტროტუარებზე გადაადგილებას. ხეებს ტოტები ტყდება. მანქანებით გადაადგილებაც შეუძლებელია. ბათუმის შემოსასვლელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე წყალია”,- აცხადებენ მოქალაქეები.

თავის მხრივ, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში მიმდინარეობდა ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები.ასევე შეფერხებაა წყალმომარაგების ნაწილში, დაზიანდა 1000 მმ-იანი წყალმომარაგების ცენტრალური მილი, რომლის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოები ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს.

დღის განმავლობაში აღმოიფხვრება დაზიანება და ეტაპობრივად აღდგება წყალმომარაგება.

ამავდროულად, ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა მინიმალური შეფერხებები ჰქონდეს ჩვენს თანაქალაქელებს წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების ნაწილში.

გამოდარებასთან ერთად, გაიწმინდება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი ქუჩები, შესაბამისად, აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა და საგანმანათლებლო პროცესი”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია