მარსელში, რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ორი მამაკაცი დააკავეს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამი წლის თავზე რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საფრანგეთის ქალაქ მარსელში ორი მამაკაცი დააკავეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ტელეკომპანია BFM TV-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე დააკავეს.

დაკავებულები 48 და 59 წლის არიან. ერთ-ერთი მათგანი აფეთქებაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მარსელში, რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე, აფეთქება მოხდა. რუსულმა მხარემ საფრანგეთისგან მომხდარის სრული გამოძიება მოითხოვა და განაცხადა, რომ ინციდენტი ტერორისტული აქტის ნიშნებს მოიცავს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს