ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი, დიდიე ტღებიუკი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა, ტრადიციულად საქართველოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ მოკლე მიმოხილვით დაიწყო. სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები, რელიგიის სააგენტოს ურთიერთობები მათთან, სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები.

„ზაზა ვაშაყმაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხების გადანაწილების პრაქტიკასა და ზოგადად, სხვადასხვა საჭიროებებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზე.

ზაზა ვაშაყმაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემატურად ხდება ქართული ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კვალის წაშლა. სააგენტოს თავმჯდომარე შეეხო, აგრეთვე, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ნაყოფიერ თანამშრომლობას და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს.

გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და გამოთქვა სააგენტოსთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი. შეხვედრის დასასრულს, სტუმარს რელიგიის სააგენტოს გამოცემები უსახსოვრეს. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს