გიგა ბოკერია - დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც მტერს ეხმარება, იმ ნაბიჯებს დგამს, რამაც თავის დროზე საქართველოს სახელმწიფოს დამხობა და თავისუფალი სამყაროსგან იზოლაცია განაპირობა

დღეს გვაქვს გამოწვევა, რომ ჩვენ გვყავს გარე მტერი და ქვეყნის შიგნით გვყავს მთავრობა, რომელიც ამ მტერს ეხმარება საკუთარი ნაბიჯებით, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ვაკის პარკთან განაცხადა, სადაც მარო მაყაშვილის სახელობის მარშს შეუერთდა.

გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება იმ ნაბიჯებს დგამს, რამაც თავის დროზე განაპირობა საქართველოს სახელმწიფოს დამხობა.

„დღეს არის დღე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ყოველთვის და აუცილებლად გაიხსენებენ, გაიხსენებენ ტრაგედიას, რაც 1921 წელს მოხდა, როცა სხვადასხვა ფაქტორის გამო ჩვენი პირველი რესპუბლიკა, თავისუფალი სახელმწიფო შეეწირა რუსულ, საბჭოთა, სტალინისტურ-ლენინისტურ აგრესიას.

ადამიანების ხსოვნა - იუნკერების, ყველასი, ვინც თავი შესწირა საქართველოს თავისუფლებას, ჩვენს მომავალს და მიუხედავად მარცხისა, შექმნა წინაპირობა, რამაც ათწლეულების მერე, საბჭოთა ჯოჯოხეთის მერე მოგვცა შანსი თავისუფალი სახელმწიფოს აღდგენისა - გვავალდებულებს, რომ აღარასდროს აღარ დავუშვათ იგივე. დღეს გვაქვს გამოწვევა, რომ ჩვენ გვყავს გარე მტერი და ქვეყნის შიგნით გვყავს მთავრობა, რომელიც ამ მტერს ეხმარება საკუთარი ნაბიჯებით. იმ ნაბიჯებს დგამს, რამაც თავის დროზე განაპირობა საქართველოს სახელმწიფოს დამხობა, ანუ იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან. მაშინ თუ გარემოებების გამო აღმოვჩნდით იზოლირებულები, დღეს ჩვენივე მთავრობა უწყობს ხელს ისეთი წინაპირობების შექმნას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს საფრთხეში აგდებს, ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია დღეს ეს მსვლელობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს