აჭარაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენა კიდევ ერთი დღით გადაიდო

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რეგიონში სასწავლო პროცესი 26 თებერვალს არ განახლდება.

“სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით - 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ”, - აცხადებენ უწყებაში.

27 თებერვალს განახლდება სააღმზრდელო პროცესი ბათუმის საბავშვო ბაღებშიც.

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში განაცხადეს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მიიღეს. “რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი კიდევ ერთი დღით შეჩერდება და 27 თებერვლიდან განახლდება”,- განაცხადეს უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო, ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსებს მუშაობა შეწყვეტილი აქვთ. ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი