პეტრო პოროშენკო - არაა საჭირო პუტინის ნარატივით უკრაინის დამცირება - ჩვენ არ ვაყენებთ ხელისუფლების, მათ შორის ზელენსკის ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ

უკრაინის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ არ ვაყენებდით და არ ვაყენებთ. ამის შესახებ უკრაინის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.

“ამერიკელები ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, ევროპელები - ევროპულებიდან. ასე რომ, ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკულ და ევროპულ ინტერესებშია.

არაა საჭირო პუტინის ნარატივით უკრაინის დამცირება, თითქოს ვითომდა აუცილებელია უკრაინული ხელისუფლების და, კერძოდ, პრეზიდენტის ლეგიტიმურობის დამტკიცება პარლამენტში არჩევნებით.

ჩვენი პოლიტიკური ძალის პოზიციაა - ჩვენ არ ვაყენებდით და არ ვაყენებთ უკრაინის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ…

ჩვენი პრინციპული პოზიციაა - უკრაინა მოლაპარაკებებზე ძლიერი უნდა იყოს. ხოლო უკრაინის ძალას ერთიანობა უზრუნველყოფს - გარე და შიდა”,-განაცხადა პოროშენკომ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს