ლევან მგალობლიშვილი - დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა, რომლის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ქვეყანაში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილის დავალებით და მისივე ხელმძღვანელობით, მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მინისტრები, მათი მოადგილეები და მრჩევლები შედიან.

ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აღნიშნავენ რომ სამუშაო ჯგუფის წევრები უკვე გაემგზავრნენ სამეგრელოს ზემო-სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად განახორციელებენ დროებით დევნილი მოსახლეობის განსახლების ადგილებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მასზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ.

„ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის და აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზზე, 143-ზე, შემოსული შეტყობინებებიდან გამომდინარე მოვიწვიე მთავრობის საგანგებო სხდომა. დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების დასახმარებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და გავდივართ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში - იქ სადაც ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს.

ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვება ჩვენი სამუშაო ჯგუფი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების უსაფრთხოება და პრობლემების ოპერატიული მოგვარება“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის საგანგებო სხდომაზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს