ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელს უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი, მაგრამ  პენიტენციურში დაბრუნებას ითხოვს, მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში გაგრძელდება - მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მზია ამაღლობელს უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით, ვაპირებდით ამ კურსის გაგრძელებას, მაგრამ ითხოვს პენიტენციურში დაბრუნებას, ჩვენ გავცემთ არსებული გაიდალინის შესაბამის რეკომენდაციას, რაც გაგრძელდება პენიტენციურ დაწესებულებაში, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დამაკმაყოფილებელია, მას უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი გაიდლაინის შესაბამისად, ვაპირებდით ამ კურსის გაგრძელებას მაგრამ პაციენტი ითხოვს პენიტენციურში დაბრუნდეს, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას არსებული გაიდალინის შესაბამისად, რაც გაგრძელდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“,-აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საია-ს ინფორმაციით, მზია ამაღლობელს დღეს „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მზია ამაღლობელმა შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ