მარგუს ცაჰკნა - ევროპას მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლისთვის საკმარისი ბერკეტები აქვს - არ უნდა მივცეთ ტრამპს უფლება, გადაწეროს ისტორია სწრაფი შეთანხმების მისაღწევად

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის მიმართ მთელი თავიანთი გავლენა გამოიყენონ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ცაჰკნამ RND-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა ამჟამად ძალიან ძლიერ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს პოზიცია უნდა დაიცვას.

„პუტინი ომის მთავარ მოტივს ინარჩუნებს. რუსეთის მიზანი ამ ომში არა მხოლოდ უკრაინაში ტერიტორიის ხელში ჩაგდებაა, არამედ ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის შეცვლაც. ჩვენ, ევროპელებს ბევრი რამ გვაქვს ხელში, რათა მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, პუტინს სურს, 220 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივები დაიბრუნოს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას მიაღწიოს.

„ორივე ჩვენს ხელშია და არა ამერიკელების ხელში”, - დასძინა მარგუს ცაჰკნამ.

მისი თქმით, ტრამპი სერიოზულად არ ეკიდება პუტინის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ ტრამპს უფლება, გადაწეროს ისტორია სწრაფი შეთანხმების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და მალე ორ პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე ეკონომიკურად და სანქციების დახმარებით, რათა მოსკოვს არ ჰქონდეს უკეთესი პოზიცია მოლაპარაკებებში. თუ რუსეთს და აშშ-ს სურთ ისაუბრონ ევროპასა და უკრაინაზე, შეუძლებელია გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი თანხმობის გარეშე", - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია