თეონა აქუბარდია - აფხაზეთში რუსეთმა განახორციელა პირველი სარკინიგზო რეისი და მეორე საჰაერო მიმოსვლა სოხუმის აეროპორტში - საქართველოს საგარეო უწყების დუმილის ფონზე, მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რეაგირებისკენ

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა განახორციელა პირველი სარკინიგზო რეისი და მეორე საჰაერო მიმოსვლა სოხუმის აღდგენილ აეროპორტში - ივანიშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ 2023 წელს დუმდა რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით, იღებდა რუსულ კანონებს, რითაც დასავლეთისგან იზოლაციის ფონს ამზადებდა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პირველ სარკინიგზო რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თეონა აქუბარდია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პირველ სარკინიგზო რეისის განხორციელებას როგორც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და დასავლელ პარტნიორებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა განახორციელა პირველი სარკინიგზო რეისი და მეორე საჰაერო მიმოსვლა სოხუმის აღდგენილ აეროპორტში. მაშინ როცა ივანიშვილის რეჟიმი დასავლეთ საქართველოში სტიქიის ზონიდანაც კი აგრძელებს დასავლეთზე თავდასხმას, იქნება ეს ევროკავშირის ელჩი თუ დიდი ბრიტანეთი, კვლავ დუმილის რეჟიმში ხვდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მორიგ შემაშფოთებელ ისეთ ფაქტებს, როგორიცაა პირველი სარკინიგზო მატარებლის ჩასვლა სოჭიდან ოკუპირებულ სოხუმში და უკვე მეორე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთიდან.

რეჟიმის საგარეო უწყება დუმდა მაშინაც, როცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ, რომელიც სოხუმში იმყოფებოდა, „შეათანხმა რუსულ სირიუსსა და აფხაზეთის სოხუმს შორის რეგულარული ჩქაროსნული მატარებლის გაშვებასთან დაკავშირებული საკითხები“.

ახლა კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 1-ელი მაისიდან დაიწყება რეგულარული საჰაერო მიმოსვლა რუსეთისა და ოკუპირებული სოხუმის განახლებულ აეროპორტებს შორის.

მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ 2023 წელს დუმდა რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით, იღებდა რუსულ კანონებს, რითაც დასავლეთისგან იზოლაციის ფონს ამზადებდა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ახლა კი, ამ იზოლაციის ფონზე, სახეზეა რუსეთის გაძლიერებული იერიში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ამ საქმეში ივანიშვილის კოლაბორაცია მტერთან ჩუმი თანხმობით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

საქართველოს საგარეო უწყების დუმილის ფონზე, მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შესაბამისი რეაგირებისკენ - რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ამ ნაბიჯებზე“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს