აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ ბექა ღვაჩლიანი დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ მინისტრის პირველ მოადგილედ თანამშრომლებს ბექა ღვაჩლიანი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბექა ღვაჩლიანს განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. მას საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ის წლების განმავლობაში მესტიის სოფელ უშგულის გამგებლად მუშაობდა. 2024 წლის ოქტომბრიდან კი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს