მარია ზახაროვა - ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს

ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„28 თებერვალს, ნეონაცისტური რეჟიმის ლიდერის ვ. ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი კიევის რეჟიმის სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს. რუსულმა მხარემ ვ. ზელენსკის არაადეკვატურობის, კორუმპირებულობისა და არასაიმედოობის შესახებ არაერთხელ განაცხადა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი.

„დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში, რომელიც კიევის რეჟიმისთვის სულ უფრო უარესდება, ამ ფიგურას პასუხისმგებლობის გრძნობის გამოვლენა არ შეუძლია და ამიტომ ის ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი, მშვიდობის უარყოფით, რაც მისთვის სიკვდილის ტოლფასია“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთის მიზნები კვლავ უცვლელი რჩება.

„როგორც აქამდე, ჩვენ გამოვდივართ იმ წინაპირობიდან, რომ ნამდვილი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის კრიზისის ძირითადი მიზეზები სრულად იქნება აღმოფხვრილი. შესაბამისად, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ისევე როგორც „ადგილზე“ არსებული რეალობის აღიარება, რუსეთის უცვლელ მიზნებად რჩება. რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას კიევი და ცნობილი ევროპული დედაქალაქები, უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა უფრო ახლოს იქნება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება