აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

„საქართველოს ეროვნული გმირს გურამ გაბესკირიას 78 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

გურამ გაბესკირიას ცხედარი ოკუპირებული სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა