გიორგი ძიგუა - საქართველო გმირებს პატივს მიაგებს და ამ გმირებს შორის გამორჩეულია გურამ გაბესკირია

გმირებს პატივს მიაგებს საქართველო და ამ გმირებს შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია, - ამის შესახებ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, გიორგი ძიგუამ ჟურნალისტებს ეროვნული გმირის საფლავთან განუცხადა.

„გმირებს პატივს მიაგებს საქართველო და ამ გმირებს შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია, რომლის დაუმარცხებელი სული, გმირობა მომავალ თაობებს გზას გაუკვალავს და სამშობლოს მსახურებაში წარუძღვება“, - განაცხადა გიორგი ძიგუამ.

მისივე თქმით, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და გამთლიანებულ საქართველოს ვნახავთ.

2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს