„საქართველოს რკინიგზა“ უამინდობის გამო 3 მარტს რამდენიმე რეისს აუქმებს - რამდენიმე მიმართულებაზე კი მიმოსვლა აღდგება

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 3 მარტიდან რამდენიმე რეისი აღდგება, ხოლო რამდენიმე უამინდობის გამო გაუქმდება.

კერძოდ, "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები:

№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;

№6355/6356 ქუთაისი-რიონი;

№6353/6354 ქუთაისი-რიონი;

№618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;

№686 თბილისი-ბორჯომი;

ასევე, უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რეისი, კერძოდ:

3 მარტს - №685 ბორჯომი-თბილისი;

3-4 მარტს:

№682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

№684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

№613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;

„საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება.

“კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს