ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინაში ერთთვიანი, ნაწილობრივი ზავის მიღწევაზე მუშაობენ

საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და რუსეთს ნაწილობრივ, ერთთვიან ზავს სთავაზობენ, რომელიც სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებს არ მოიცავს, - Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში გააკეთა.

მაკრონის თქმით, ზავი გავრცელდება შეტევებზე „ჰაერში, ზღვაში და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.

„ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება იმის დადასტურება, რომ ფრონტის გასწვრივ (ბრძოლას) პატივს სცემენ“, - განუცხადა მაკრონმა Le Figaro-ს.

ამასთან, საფრანგეთ-ბრიტანეთის წინადადებით, ევროპული სახმელეთო ჯარები უკრაინაში მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის დროს განთავსდება.

"უახლოეს კვირებში უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული ჯარები არ იქნება. საკითხავია, როგორ გამოვიყენოთ ეს დრო, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, მოლაპარაკებებით, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, შემდეგ კი, მშვიდობის შესახებ ხელმოწერის შემდეგ, განლაგება მოხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი