მარგუს ცაჰკნა - ესტონეთში შესვლა 55 ქართველს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებსა და დეპუტატებს ავუკრძალეთ

ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნა განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩამოთვლილი ქართველი პირები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ძალადობით იმუქრებოდნენ. საქართველოში გამოყენებული ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ არის მიუღებელი, დამნაშავეობრივი და ადამიანის უფლებების დარღვევა“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.

უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, ესტონეთში შესვლა აეკრძალათ მოსამართლეებს: ირაკლი ხუსკივაძეს, თამარ მჭედლიშვილს, ლელა მარიდაშვილს, ლევან ყოლბაიას, დავით მგელიაშვილს, ნანა შამათავას, თეონა ეპიტაშვილს, არსენ კალატოზიშვილს, ლელა კალიჩენკოს, დავით კურტანიძეს, ირმა ტოგონიძეს, გულიკო ყაჟაშვილს, ქეთევან ჯაჭვაძეს, ნინო თარაშვილს, გიორგი გელაშვილს, ნათია გუდაძეს, ნატო ხუჯაძეს, ზვიად შარაძეს, ირაკლი დგებუაძესა და ეკა ბარბაქაძეს; პროკურორებს: ვაჟა თოდუას, შმაგი გობეჯიშვილს, ზვიად გუბელაძეს, ანა მეტრეველს, გიორგი მუკბანიანს, როინ ხინთიბიძეს, თამარ იაკობიძეს, ვლადიმერ თურმანიძეს, ნუგზარ ჭიტაძეს, თორნიკე გოგეშვილს, პაატა ცეცხლაძეს, ზაზა მეტონიძეს, ნინო სახელაშვილს, მალხაზ ოქროპირაშვილსა და ვერა დოლიძეს; პოლიციის თანამშრომლებს გიორგი ჩარექაშვილს, თორნიკე მენაბდეს, სულხან კიკნაძეს, რევაზ წურწუმიას, ზვიად მარგველანს, ზურაბ ჭარიბაშვილს, დავით მარუაშვილის ოთარ გელაშვილს, ნოდარი ზენაიშვილსა და ბერდია ფერაძეს; აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას და დავით ათაბეგაშვილს; ბათუმის პოლიციის უფროსს გოჩა ვანაძეს; საქართველოს პარლამენტის წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულსა და ბექა ოდიშარიას; მედიაპლატფორმა და პოლიტიკურ მოძრაობა „ალტ-ინფო“ -სთან დაკავშირებულ პირებს: კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის