ესტონეთის საგარეო უწყება იმ დეპუტატების, მოსამართლეების, პროკურორებისა და პოლიციელების სიას ასაჯაროებს, რომელთაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ - სანქცირებულთა შორის არიან: ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს იმ მოქალაქეების სიას ასაჯაროებს, რომელთაც ესტონეთში შესვლა აეკრძალათ.

უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, ესტონეთში შესვლა აეკრძალათ საქართველოს პარლამენტის წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულს და პარლამენტის ყოფილ წევრ ბექა ოდიშარიას. ასევე, მედიაპლატფორმა და პოლიტიკურ მოძრაობა „ალტ-ინფო“ -სთან დაკავშირებულ პირებს: კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

გარდა ამისა, ესტონეთში შესვლის აკრძალვა ეხებათ შემდეგ მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციის თანამშრომლებს: ირაკლი ხუსკივაძეს, თამარ მჭედლიშვილს, ლელა მარიდაშვილს, ლევან ყოლბაიას, დავით მგელიაშვილს, ნანა შამათავას, თეონა ეპიტაშვილს, არსენ კალატოზიშვილს, ლელა კალიჩენკოს, დავით კურტანიძეს, ირმა ტოგონიძეს, გულიკო ყაჟაშვილს, ქეთევან ჯაჭვაძეს, ნინო თარაშვილს, გიორგი გელაშვილს, ნათია გუდაძეს, ნატო ხუჯაძეს, ზვიად შარაძეს, ირაკლი დგებუაძესა და ეკა ბარბაქაძეს; პროკურორებს: ვაჟა თოდუას, შმაგი გობეჯიშვილს, ზვიად გუბელაძეს, ანა მეტრეველს, გიორგი მუკბანიანს, როინ ხინთიბიძეს, თამარ იაკობიძეს, ვლადიმერ თურმანიძეს, ნუგზარ ჭიტაძეს, თორნიკე გოგეშვილს, პაატა ცეცხლაძეს, ზაზა მეტონიძეს, ნინო სახელაშვილს, მალხაზ ოქროპირაშვილსა და ვერა დოლიძეს; პოლიციის თანამშრომლებს გიორგი ჩარექაშვილს, თორნიკე მენაბდეს, სულხან კიკნაძეს, რევაზ წურწუმიას, ზვიად მარგველანს, ზურაბ ჭარიბაშვილს, დავით მარუაშვილის ოთარ გელაშვილს, ნოდარი ზენაიშვილსა და ბერდია ფერაძეს; აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას და დავით ათაბეგაშვილს; ბათუმის პოლიციის უფროსს გოჩა ვანაძეს.

„ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო