ბადრი ჯაფარიძე - საქართველოს ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისთვის ბალტიისპირეთში შესვლის აკრძალვა ადეკვატური პასუხია - ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი საფასურს გადაიხდიან

როდესაც ბალტიისპირეთის სახელმწიფოები საქართველოს ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავენ - ეს არის ადეკვატური პასუხი უკანონობასა და ძალადობაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი გაგრძელდება და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების დაჩაგვრას, შესაბამის საფასურს გადაიხდიან.

„რასაც ჩვენ, ახლა, ვაკვირდებით ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან - ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, როდესაც საქართველოს ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ქვეყნებში შესვლას უკრძალავენ, ეს არის ადეკვატური პასუხი იმ უკანონობაზე და ძალადობაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ადგილი აქვს; ეს არის პასუხი იმაზე, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ, არა კანონიდან, არამედ დავალებებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი „ქართული ოცნებიდან“ იღებენ; ეს არის პასუხი იმ ფინანსურ ტერორზე, რომლის განხორციელებასაც საქართველოში ვხედავთ - კერძოდ, არაადეკვატური ჯარიმების გამოწერის სახით; ეს არის პასუხი უმსგავსო კანონებზე, რომელსაც ე.წ. პარლამენტი იღებს, რომელიც რეპრესიული ხასიათისაა. ეს გაგრძელდება და ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ მცდელობა, დაჩაგრონ თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენი თანამოქალაქეები, უკვალოდ არ ჩაუვლით, ისინი შესაბამის საფასურს გადაიხდიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო