ლიეტუვის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 74 პირს შორის, რომელსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალა, არიან მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ „ცრუ ჩვენებები მისცეს“

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 74 პირს შორის, რომელსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალა, არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7, ასევე ბევრი სხვა ქართველი მოსამართლე, პროკურორი და პოლიციელი, მათ შორის, ისინი ვინც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ „ცრუ ჩვენებები მისცეს“.

„კიდევ 74 ქართველი ოფიციალური პირი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევებსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებზე, სამგზავრო აკრძალვის ქვეშ ხვდებიან, რაც მათ ლიეტუვაში შესვლის საშუალებას არ მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიაში მოხვდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე ბევრი ქართველი მოსამართლე, პროკურორი და პოლიციელი, მათ შორის, ისინი ვინც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მისცეს და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას. ამაღლობელმა 38-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა ხელისუფლების არასათანადო ქმედებების გასაპროტესტებლად და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“.

„ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომელიც 100 დღეზე მეტია აპროტესტებს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სისტემურ ქმედებებს, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციას, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს უხეშად არღვევს. 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ გამოაცხადეს და დემონსტრანტების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ფართომასშტაბური რეპრესიები დაიწყეს“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო უწყება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის