დონალდ ტრამპი - უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მკვდარი არ არის

ზელენსკი უფრო მადლიერი უნდა იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის უფრო მადლიერი უნდა იყოს. ეს ქვეყანა მათ რთულ დროს უჭერდა მხარს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. სჯობს ამაში მართალი არ იყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მკვდარი არ არის.

„გაიგებთ, ხვალ საღამოს სიტყვით გამოვდივარ და გაიგებთ. შესანიშნავი შეთანხმებაა ჩვენთვის, რადგან ბაიდენმა სულელურად 350 მილიარდი მისცა ქვეყანას საბრძოლველად და ჩვენ არაფერი მიგვიღია. 350 მილიარდით აშშ-ის ფლოტის განახლებას შევძლებდით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ რუსეთს სურს შეთანხმების მიღწევა და თუ ვინმეს არ სურს, დიდხანს ვერ დარჩება.

"შესაძლოა, ვინმეს შეთანხმების მიღწევა არ სურს და თუ ვინმეს შეთანხმების მიღწევა არ სურს, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი დიდხანს არ დარჩება. ამ ადამიანს დიდხანს არ მოუსმენენ, რადგან მჯერა, რომ რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს და რა თქმა უნდა, მჯერა, რომ უკრაინელ ხალხს შეთანხმების მიღწევა სურს" , - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ არც კი უსაუბრია.

„ამის შესახებ არც კი მისაუბრია. ვგულისხმობ, პირდაპირ ახლა. ვნახოთ რა იქნება. ამ მომენტში ძალიან ბევრი რამ ხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო