გია ვოლსკი - ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება რა მდგომარეობაა სახელმწიფოში - მათ არ აინტერესებთ პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს თუ „მოლოტოვის კოქტეილს“

ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს დაჩქარებული ან რეგულარული წესით იღებენ - მათ არ აინტერესებთ პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს თუ „მოლოტოვის კოქტეილს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი განმარტებით, გარკვეული კანონები სწრაფად უნდა მიიღო, რომ იმ პროცესს განვითარება არ ჰქონდეს, რომელიც „ქვეყანას ანგრევს“.

„საერთოდ, ეგეთი კანონი დაჩქარებულად არ უნდა მიიღო თუ გარემოება არ გაიძულებს. ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს დაჩქარებული ან რეგულარული წესით იღებენ. მათ არ აინტერესებთ პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს თუ „მოლოტოვის კოქტეილს“. რეალურად, საქართველოში შექმნილი სიტუაცია ასეთი წესით ითხოვდა კანონის მიღებას და ამაში თავად ის ხალხიც დაგვეთანხმება, ვინც ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ. რაღაც კანონი დროზე უნდა მიიღო, რომ იმ პროცესს განვითარება არ ჰქონდეს, რომელიც ქვეყანას გინგრევს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მისი ხასიათი და შინაარსი ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების შეფასებას არ ითვალისწინებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები სათანადო საკანონმდებლო პროცესით უნდა გადაიხედოს.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა.

ვენეციის კომისია საკანონმდებლო პროცესის ანალიზის შედეგად აცხადებს, რომ კანონპროექტები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის