ეთერ თურაძე - გონივრული იქნება, თუ მზია ამაღლობელს გაათავისუფლებენ - ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება

სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ გონივრული იქნება, თუ [მზია ამაღლობელს] გაათავისუფლებენ, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება, - ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დროა გადახედონ გადაწყვეტილებების მიმღებმა ადამიანებმა, თავის გადაწყვეტილებას.

„სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ გონივრული იქნება, თუ გაათავისუფლებენ, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება. 30 წელზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მას შემდეგ ამ ქვეყანას არასოდეს ქალი სინდისის პატიმარი არ ჰყოლია და ეს არის ამ თვალსაზრისით ერთგვარი დამღა. ვფიქრობ, რომ დროა გადახედონ გადაწყვეტილებების მიმღებმა ადამიანებმა, თავის გადაწყვეტილებას. მზია ამაღლობელის გათავისუფლებით, მათ არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ, პირიქით, ეს მათთვის პოზიტიური ამბავი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანურობის პრინციპებით იხელმძღვანელეს“, - განაცხადა თურაძემ და დასძინა, რომ „მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი მუხლი არის აბსურდული“.

ცნობისთვის, დღეს, გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, გადაწყდება საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად.

სასამართლო ასევე, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზეც იმსჯელებს.

გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის