ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის პროცესი უნდა დაიწყოს, ხმაურია

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი უნდა დაიწყოს, ხმაურია. სასამართლოში შეკრებილები მოითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. შენობის შესასვლელში პერიოდულად ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.

„გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. ის უკანონო ქალი პატიმარია, რომელიც რეჟიმის ტყვეობაშია. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლოს გამბედაობა ეყოფა და დღეს მზია ამაღლობელს, თავისუფალი მედიის წარმომადგენელს გაათავისუფლებს“, - აცხადებენ შეკრებილები.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს