ადვოკატი - მზია ამაღლობელის ტელეფონი უნდა გახსნან და ინფორმაცია მოიპოვონ, ითხოვენ ყველა ზარს, კონტაქტს, „პატაკში“ პოლიციელი ამბობს, რომ მზიამ დავალება ტელეფონით მიიღო

მზია ამაღლობელის ტელეფონი უნდა გახსნან და ინფორმაცია მოიპოვონ, ითხოვენ ყველა ზარს, კონტაქტს, პატაკში პოლიციელი ამბობს, რომ მზიამ მიიღო დავალება ტელეფონით, - ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მზია ამღლობელის ტელეფონის ამოღებას ითხოვენ, რათა ტელეფონში გამოძიება აწარმოონ.

მისი თქმით, სასამართლოს აღნიშნული პატაკის და ყველა დოკუმენტის დაუშვებლობის შუამდგომლობით მიმართეს.

“ვინმე დეტექტივმა თვე-ნახევრის წინ, 15 თებერვალს, სიზმარში ნახა, სადაც ბატონი ჩიტაია წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რომელიც ტელეფონით იღებდა რაღაც ინსტრუქციას, ამიტომ მისი ტელეფონიდან ინფორმაცია უნდა იქნეს გამოძიებული. მზია ამაღლობელს აქვს პირადი ცხოვრება, პროფესიული ცხოვრება ტელეფონში და გამოძიება უნდა დაჯდეს და მთელი ტელეფონი პატაკის საფუძველზე ჩხრიკოს. ამ პატაკის და ყველა დოკუმენტის დაუშვებლობის შუამდგომლობით მივმართეთ. ამ საქმეში ასეთი პატაკი გაჩნდა, ეს აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის მისი უკანონო მსჯავრდების საქმის უკან სხვა ინტერესები დგას და ეს სხვა ინტერესები პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ვითხოვდით ტელეფონის დაბრუნებას, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან, უნდა დაებრუნებინათ. ეს ტელეფონი უნდა გახსნან და ინფორმაცია მოიპოვონ, ითხოვენ ყველა ზარს, კონტაქტს. პოლიციელი ამბობს, რომ მზიამ მიიღო დავალება ტელეფონით, ეს წერია პატაკში, ასეა დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება, ასეთი პოლიციელი ყოველთვის მოიძებნება”,- აცხადებს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მხარეების მიერ წარდგენილ შუამდგომლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო ასევე, აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.

ამ დროისთვის, სხდომას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ ესწრებიან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია