სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.

გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. მზია ამაღლობელს ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით: "უსამართლო სასამართლო".

უფრო ადრე მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე წერილის სახით განაცხადა, რომ ბრალს არ ეთანხმებოდა და უკანონო პატიმრად მიიჩნევს თავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ისმის შეძახილები: “რუსებო” “მონებო”. სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები, მოსამართლის გადაწყვეტილებას - მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი რეჟიმის პატიმარია. “თავისუფლება მზიას, რუსებო ეს გადაწყვეტილება არ შეგრჩებათ. მზია შენს გვერდით ვართ. თავისუფლება მედიას”, - ისმის შეძახილები.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოძიება გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს “სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს