ადვოკატი - მოსამართლემ მზია ამაღლობელი დაცვის გარეშე დატოვა - საქმეში დატოვა, მხოლოდ შვიდი უგვანი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ დგებუაძეს ლოყა გაუწითლდა

დღეს იყო უგვანი სასამართლო პროცესი - ამის შესახებ "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ მზია ამაღლობელი ყველანაირი უფლების გარეშე დატოვა.

"დღევანდელი პროცესი არ იყო უბრალო სასამართლო პროცესი. დღევანდელმა პროცესმა აჩვენა ჩვენი ყოფის საშინელება. ამ პროცესმა აჩვენა რა უქნეს მართლმსაჯულებას. როდესაც მოსამართლეს არ რცხვენია ადამიანებს თვალებში უყუროს და რაღაც სიყალბეები ილაპარაკოს, ეს იყო დღევანდელი სასამართლო პროცესი. მას არ აქვს გააზრებული, რა უკანონობა ჩაიდინა. მოსამართლემ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის გარეშე. სასამართლომ საქმეში დატოვა, მხოლოდ შვიდი უგვანი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ დგებუაძეს ლოყა გაუწითლდა.

მზია ამაღლობელს დაუტოვა ერთადერთი სამართლებრივი გზა - უნდა მოვიდეს და აღიაროს. ყველანაირი უფლების გარეშე დატოვა მზია. უბედურება ის არის, ნაწამები და ნაშიმშილები ადამიანი ამ სპექტაკლის საყურებლად ჩამოიყვანეს. ადამიანს არაფრის თქმის სურვილიც არ ჰონდა ამ სასამართლოში. ამ სპექტაკლისთვის წინ და უკან უნდა ატარონ, რატომ? იმიტომ, რომ დგებუაძეს სახე გაუწითლდა. მერე რა რომ ეს თავდასხმა არ იყო. ეს იყო უგვანი სასამართლო პროცესი”,- განაცხადა ადვოკატმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება