დონალდ ტრამპი - სხვა ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებენ ტარიფებს ჩვენს წინააღმდეგ, ახლა ჩვენი ჯერია

სხვა ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებენ ტარიფებს ჩვენს წინააღმდეგ და ახლა ჩვენი ჯერია, დავიწყოთ მათი გამოყენება ამ ქვეყნების წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამ კონტექსტში მან ახსენა ევროკავშირი, ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, მექსიკა და კანადა.

„ინდოეთი გვაკისრებს 100%-იანზე მეტ ტარიფებს, ჩინეთის საშუალო ტარიფი ჩვენს პროდუქტებზე ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ მათთვის გვაქვს დაწესებული და სამხრეთ კორეის საშუალო ტარიფი ოთხჯერ მეტია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სავაჭრო პარტნიორების მიმართ აშშ-ის საპასუხო ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში.

„2 აპრილს იწყება საპასუხო ტარიფები და რა ტარიფებსაც გვაკისრებენ სხვა ქვეყნებს, ჩვენც დავუწესებთ მათ. ეს ორმხრივია. რასაც დაგვიბეგრავენ, ჩვენც დავუბეგრავთ. თუ ისინი დაგვიწესებენ არაფულად ტარიფებს იმისთვის, რომ თავიანთი ბაზრების მიღმა დაგვტოვონ, ჩვენც დავაწესებთ არაფულად ბარიერებს იმისთვის, რომ ისინი ჩვენი ბაზრის მიღმა დავტოვოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი განმარტებით, შესაძლოა, ტარიფების დაწესებას მოჰყვეს მცირე მღელვარების და ადაპტაციის პერიოდი, მაგრამ ტარიფები, საბოლოო ჯამში, კეთილდღეობას მოუტანს შეერთებულ შტატებს იმით, რომ აიძულებს კომპანიებს მეტი პროდუქტი აწარმოონ შეერთებულ შტატებში, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს და შესაძლებლობებს.

„ის მოგვიტანს ტრილიონობით დოლარს და შექმნის სამუშაო ადგილებს ისე, რაც არასდროს არ გვინახავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მექსიკა და კანადა აშშ-ში ფენტანილის შეტანას აქამდე არნახულ დონეზე უშვებენ, რაც იწვევს ასობით და ათასობით ადამიანის მკვლელობას და ოჯახების განადგურებას. ტრამპის მტკიცებით, ეს ორი ქვეყანა აშშ-სგან მილიარდობით დოლარის სუბსიდიას იღებს.

”ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის გაკეთებას”, - დასძინა ტრამპმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო