ნეო-უნივერსიტეტ „სქილვილსა“ და აჭარის ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ნეო-უნივერსიტეტ Skillwill-სა და აჭარის ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

Skillwill-ი წარმოადგენს საქართველოში პირველ ნეო-უნივერსიტეტს, რომელიც ქმნის და ასწავლის ICT და თანამედროვე პროფესიების მიმართულებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, გააჩნია საქართველოსა და საერთაშორისო აკრედიტაცია; ამასთანავე, აქტიურად ცდილობს დაამყაროს გრძელვადიანი და სასარგებლო თანამშრომლობა საგანმანათლებლო საქმიანობით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი აერთიანებს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის 14-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს, ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას და თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რათა განავითაროს ახალგაზრდებისთვის სასარგებლო პროექტები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

თანამშრომლობის მიზანია აჭარის რეგიონში ციფრული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის პოპულარიზაცია, ასევე, შესაბამისი არაფორმალური და ფორმალური სასწავლო პროგრამების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ზრდას შრომით ბაზარზე. მხარეები გეგმავენ ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას.

Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ აღნიშნა:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათთვის თანამედროვე ციფრული უნარების შეძენის შესაძლებლობის შექმნა. თანამშრომლობის ფარგლებში „სქილვილი“ და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთობლივი ძალებით შეიმუშავებენ ინიციატივებს, რომლებიც დაეხმარება ახალგაზრდებს თანამედროვე ციფრულ ინდუსტრიაში წარმატების მიღწევაში.“

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გაბაიძემ განაცხადა:

„ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონში არაფორმალური განათლების გაძლიერება და ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ თანამშრომლობის შედეგად აჭარის ახალგაზრდებს შეეძლებათ, უკეთ გაეცნონ ციფრული ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სფეროს და ამ მიმართულებით თავიანთი კარიერული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ.“

მემორანდუმი მხარეთა საერთო ხედვას ასახავს და ხელს შეუწყობს რეგიონში ციფრული განათლების განვითარებას, რაც ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

Skillwill-ის სახელმწიფო და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კურსების ჩამონათვალს გაეცანი ბმულზე: https://www.skillwill.ge/buy-course

დაფინანსების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად ეწვიე ბმულს: https://link.yrc.ge/კურსების_დაფინანსება2025

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა