რუმინეთი ორ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუმინეთი პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს ორ რუს დიპლომატს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუმინეთის ხელისუფლებამ ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშესა და მისი მოადგილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო; რუმინეთის ტერიტორიაზე ისეთი ქმედებების განხორციელებისთვის, რომლებიც 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფორმაცია უკვე გადაეცა ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს. ის რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ემილ ჰურეზეანუს მოთხოვნით დაიბარეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს