პაატა დავითაია - რუსეთის სპეცსამსახურების  კანდიდატის გამარჯვება აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ნიშნავს, რომ მან აიღო ვალდებულება  იმ პირობების  შესრულებაზე, რაც სეპარატისტულ ხელისუფლებას ჰქონდა წაყენებული

მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ბადრა გუნბასთან, სადაც პუტინმა გუნბას გამარჯვება მიულოცა და აფხაზეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებზე ისაუბრა, ცხადყოფს, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

დავითაია საქართველოს ხელისუფლებასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გაკეთდეს შესაბამისი განცხადებები და დაფიქსირდეს მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.

“რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა მოქმედებს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანია ჩაატარა რუსეთის სპეცსამსახურებმა, ბადრა გუნბა იყო მათი კანდიდატი, მისი გამარჯვება რუსეთის სპეცსამსახურების და კრემლის გამარჯვებაა, რასაც ადასტურებს არჩევნებიდან უმოკლეს დროში მოსკოვში პუტინის შეხვედრა გუნბასთან. როგორც ჩანს, ბადრა გუნბამ აიღო ვალდებულება იმ პირობების შესრულებაზე, რაც სეპარატისტულ ხელისუფლებას ჰქონდა წაყენებული რუსეთის ფედერაციიდან.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაკეთდეს შესაბამისი განცხადებები და დაფიქსირდეს მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს ის საფრთხეები, რაც კრემლიდან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით არსებობს”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს