ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმის შვიდი მონაწილე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, გაგრის რაიონის სოფელ ცანდრიფშში „საარჩევნო უბანზე“ თავდასხმის კიდევ შვიდი მონაწილე დააკავეს.

ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შსს-ს თანამშრომლებმა 5-6 მარტის ღამეს ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე განხორციელებული თავდასხმის შვიდი მონაწილე დააკავეს“, - აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.

მისი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან 46 წლის ადამურ ფაჩალია, 49 წლის ბატალ ფაჩალია, 33 წლის ტიმურ ფაჩულია, 46 წლის ალხას მიკანბა, 44 წლის ანრი ხაგბა, 50 წლის ახრა ფაჩალია და 35 წლის საიდ არძინბა დააკავეს. მანამდე კი ე.წ. სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით სამი პირი დააკავა.

წყაროს ცნობით, დაკავებულების ჩხრეკისას ავტომატები, პისტოლეტები, ასევე ხელყუმბარები და სხვა საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს