სერგეი ლავროვი - ემანუელ მაკრონის ბირთვული რიტორიკა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ემანუელ მაკრონის ბირთვული რიტორიკა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სერგეი ლავროვი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია დაიწყოს.

„რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის საფრთხეა. თუ ის საფრთხედ მიგვიჩნევს, თუ ის ევროპის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის მეთაურების შეხვედრას იწვევს და ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებელია, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება, ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგება ნატო-ს ჯარების განლაგებას ნიშნავს.

„ჩვენ ამ (ევროპული) ჯარების განლაგებას განვიხილავთ ისე, როგორც უკრაინაში ნატო-ს პოტენციურ მონაწილეობას. ეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში ნატო-ს ქვეყნების პირდაპირ ჩართვას ნიშნავს. ამის დაშვება არ შეიძლება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი