ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიმდინარე პროცესზე, ადვოკატებმა, მზია ამაღლობელისა და მოსამართლის ნათესაური კავშირის გამო, მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიმდინარე პროცესზე, ადვოკატებმა საქმის მოსამართლის სალიხ შაინიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

ადვოკატების განცხადებით, მოსამართლეს სალიხ შაინიძესა და მზია ამაღლობელს ნათესაური კავშირი აქვთ. მათი თქმით, არ სურთ, რომ აღნიშნული გარემოების გამო საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

„მოსამართლის აცილებას ვითხოვთ. მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძე ხართ [მოსამართლეს] და ეს არის ის გარემოება, რის გამოც აცილებას ვითხოვთ“,- განაცხადა დაცვის მხარემ.

მოსამართლესთან ნათესაური კავშირი სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვის დროს, თავად მზია ამაღლობელმაც დაადასტურა.

აღნიშნულზე ისაუბრა მოსამართლე სალიხ შაინიძემაც და განაცხადა, რომ აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის საფუძველი არ არსებობს.

„დიახ, ნამდვილად არის ჩემი სიმამრის დეიდაშვილი, თუმცა შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ არსებობს საფუძველი. უარს ვაცხადებ აღნიშნულ შუამდგომლობაზე, მხარეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ“, - აღნიშნა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

შუამდგომლობას, ასევე, არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

„არ ვეთანხმები აცილების შუამდგომლობას, არ არის საკმარისი. მოცემულ შემთხვევაში გასაკვირია ეს შუამდგომლობა, უარს ვაცხადებთ აცილებაზე”, - აღნიშნა ბრალდების მხარემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს