მზია ამაღლობელის ადვოკატები სასამართლოში ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ გეგელიას გამოკითხვას ითხოვენ

მოვითხოვთ, ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნების ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას, სასამართლოში გამოკითხვას , - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს.

ადვოკატები მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, აღნიშნული შუამდგომლობა ღიად დატოვა.

“გრიგოლ ბესელიამ უშუალოდ დააკავა, ხოლო ირაკლი დგებუაძე პროცესს ესწრებოდა, რომელიც ამბობდა, რომ მზია ამაღლობელი 150-ე მუხლით არის დაკავებული, რის გამოც მის გამოკითხვას ვითხოვთ”,- აღნიშნეს ადვოკატებმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას სასამართლოზე მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

“არ ვფიქრობთ, რომ მათი ჩვენება შემხებლობაა ამ საქმეში, გრიგოლ ბესელიას ნაწილშიც შუამდგომლობის დაკმაყოფილების [მიზეზს] ვერ ვხედავთ, ნათლად ჩანს ვინ არის დამკავებელი. გრიგოლ ბესელია არის დამკავებელი თუ არა, ეს არაა განხილვის საგანი, დღეს სასამართლო სამართალდარღვევის ფაქტს განიხილავს. დიახ, ეს ადამიანები ციდან არ ჩამოვარდებოდნენ, იქნებოდნენ ადგილზე, იყო პოლიციელებზე სიტყვიერი შეურაცხყოფა და წინააღმდეგობის გაწევა. ეს ადამიანები დაკავების ფაქტს შეესწრნენ, ასევე, წინა პერიოდის სრული მომსწრენი არიან”,- აღნიშნა შსს წარმომადგენელმა

აღნიშნული მოსაზრებების გამო, მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

“ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სხდომის მიმდინარეობა. არ მინდა არცერთი მხარე შეგზღუდოთ, მიმაჩნია, ვტოვებ ღიად შუამდგომლობას ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას საკითხზე”, - აღნიშნა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის