ანტონიო კოსტა - ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა დაპირება უკრაინისთვის 15 მილიარდ ევრომდე გამოყოფის შესახებ

ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინას დამატებით 15 მილიარდ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ უკრაინასთან ვართ პირველი დღიდან. უკვე უზრუნველვყავით 135 მილიარდი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად 2022 წლიდან. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. თუ ომი გაგრძელდა. სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში. რეკონსტრუქციაში. ევროკავშირში გაწევრიანებაში“, - აღნიშნა ანტონიო კოსტამ.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაზარდოს.

“ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა. დაუყოვნებლივ, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გაზარდონ მხარდაჭერა გაზრდილი ფისკალური სივრცის წყალობით. რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა 15 მილიარდ ევრომდე დაპირება. დღეს ჩვენ ასევე დავავალეთ საბჭოს, რომ სასწრაფოდ იმუშაოს შემდგომ ინიციატივებზე უკრაინის მწვავე სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების გადასაჭრელად”, - აღნიშნა კოსტამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს