პროტესტის მე-100 დღეს თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება

პროტესტის მე-100 დღეს თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება. „ბოლომდე“ - ამ ლოზუნგით საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან.

„მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე.

კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას!

მნიშვნელოვანია ბევრი ვიყოთ, ამიტომ გაავრცელეთ ინფორმაცია და „ივენთზე“ მოიწვიეთ ყველა მეგობარი, ნაცნობი და თანამებრძოლი“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება სრულ განრიგს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

7 მარტი - დღე 100

18:00 - აქცია/მსვლელობა: არქიტექტორები სოლიდარობისთვის!

თბილისის მერია

19:00 - სტუდენტების, ლექტორებისა და პროფესორების ერთობლივი აქცია/მსვლელობა

თსუ-ს პირველი კორპუსი

19:00 - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

19:00 - მსვლელობა: თავისუფლება სინდისის პატიმრებს!

პირველი არხის ეზოდან (კოსტავას 68)

20:00 – პროტესტის მეასე დღე: ბოლომდე! - პარლამენტთან

21:00 - საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ - ილიას და აკაკის ძეგლთან

21:30 – საჯარო დისკუსია: რუსულ რეჟიმთან ბრძოლის 100 დღე - მიღწევები, გამოწვევები, სამომავლო ნაბიჯები - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ

ახმეტა

17:00 - პროტესტი: პროტესტის 100 დღე - მერიასთან

გორი

17:00 - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! - საკრებულოს წინ

ახალციხე

18:00 - პროტესტი - შოთა რუსთაველის ძეგლთან

ბათუმი

19:00 - სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი

18:00 - ბრძოლა გამარჯვებამდე - სამხარეო ადმინისტრაციის წინ

თელავი

18:00 - უწყვეტი პროტესტი თელავში - მერიის წინ

ქუთაისი

18:00 - აქ საქართველო იბრძვის! უწყვეტი პროტესტის 100 დღე! - მერიის წინ

ჩხოროწყუ

20:00 - გაბედე პროტესტი ყოველდღე! - მერიის წინ

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია