ლევან მგალობლიშვილი - ჟიული შარტავა, თავისი საქმით და იდეებით, იყო პიროვნება, რომელიც დაიბადა გმირობისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრ, ლიკა შარტავასთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ლევან მგალობლიშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული გმირს ჟიული შარტავას 81 წელი შეუსრულდებოდა.

„დღეს პატივი მივაგე საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას. ჟიული შარტავა თავისი საქმით და იდეებით იყო პიროვნება, რომელიც დაიბადა გმირობისთვის.

ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის, ძალიან საამაყოა და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაც ვიყო მისი თანამდებობრივი მემკვიდრე.

მისმა სიმამაცემ, თავდადებამ და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულმა, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობას და სამუდამოდ უკვდავყო ჟიული შარტავას სახელი. რაც მან თავისი სიცოცხლით გაიღო, ამას ჩვენ, ქართველები და აფხაზები, მშვიდობისა და ხალხის ერთობის გზით მივაღწევთ და აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული გმირის საფლავზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს