თინა ბოკუჩავა - მახსოვს, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს სასანქციო პოლიტიკა არ აღელვებდათ, არ აღელვებდათ, რომ საკმაოდ აღელვებთ - ინერვიულონ, რადგან სანერვიულოდ აქვთ საქმე

სანქცირების პოლიტიკა გაგრძელდება, გაფართოვდება და გავრცელდება რეჟიმის ყველა ჭანჭიკზე, რომელიც ძალადობს ქართველ ხალხზე და რომელიც ამუშავებს ივანიშვილის რეპრესიულ მანქანას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დაწესებული სანქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სანერვიულოდ აქვს საქმე, რადგან „ქვეყნის მტრობა ნამდვილად სანერვიულოა“.

„მახსოვს ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს არ აღელვებდათ სასანქციო პოლიტიკა, არ აღელვებდათ ის, რომ ისინი სანქციების სამიზნე იყვნენ ერთეული ქვეყნების მხრიდან. განსაკუთრებით, ასეთი ცინიკური და დამცინავი განცხადებები კეთდებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ. ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ აღელვებთ, რადგან ესმით, რომ ეს სანქცირების პოლიტიკა გაგრძელდება, გაფართოვდება და გავრცელდება რეჟიმის ყველა ჭანჭიკზე, რომელიც ძალადობს ქართველ ხალხზე და რომელიც მონაწილეობს ივანიშვილს რეპრესიული მანქანის მოქმედებაში. ძალიან კარგია, რომ ახლა გაცილებით ღიად გამოხატავენ რეჟიმის პაიკები შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მალე მათ შეიძლება ვერ შეძლონ მოგზაურობა ევროპის ვერცერთ ქვეყანაში და მეტიც, შესაძლოა, აღნიშნული ტარგეტირებული სანქციები ფინანსურ სანქციებადაც იქცეს და ამით ფინანსური აქტივებიც მოექცეს სანქციების ქვეშ, როგორც ეს მოხდა აშშ-ის მხრიდან ივანიშვილთან მიმართებით. რაც შეეხება იმას, ჩვენ როგორ ვმუშაობთ და ვისთან გვაქვს კომუნიკაცია, ამის თაობაზე ძალიან ხშირად არის საჯარო ინფორმაცია და რაც არ არის საჯარო, ეს ასეც უნდა დარჩეს. ინერვიულონ, რადგან სანერვიულოდ აქვთ საქმე. ნამდვილად სანერვიულოა ქვეყნის მტრობა. დიახ, ამას არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებიდან მოჰყვება რეაგირება, მკაცრი რეაგირება მოჰყვება, მათ შორის სანქციების გაფართოების კუთხით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული. ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისის ცნობით, „ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ“. გარდა ამისა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს, რომ ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის