გია ვოლსკი ოპოზიციაზე - 2012 წლიდან არცერთი არჩევნები არ მოუგიათ - დამარცხებას უნდა ელოდოს ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც საქართველოს დაპირისპირებისაკენ და უკრაინიზაციისაკენ მოუწოდებენ

განცდა იმისა, რომ დამარცხდებიან [ოპოზიცია], რასაკვირველია, უცხო არ არის, რადგან 2012 წლიდან არცერთი არჩევნები არ მოუგიათ. რეალურად, დამარცხებას უნდა ელოდოს ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც საქართველოს დაპირისპირებისაკენ და უკრაინიზაციისაკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე და მასში ოპოზიციის ჩართულობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია ოპოზიცია საბოტაჟის იმ რეჟიმშია შესული, რომ უკან გამოსვლა უჭირთ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პროცესები მნიშვნელოვნად ვითარდება იმ მიმართულებით, რომელიც „მათ არ აწყობთ“.

„უკვე რამდენიმე წელია ოპოზიცია საბოტაჟის იმ რეჟიმშია შესული, რომ უკან გამოსვლა უჭირთ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პროცესები მნიშვნელოვნად ვითარდება იმ მიმართულებით, რომელიც მათ არ აწყობთ. მიუხედავად ამისა, სურათი ჯერ ნათელი არ არის, ომის და დესტაბილიზაციის დამფინანსებლები კიდევ არიან, ომის პარტია კიდევ უჭერს მხარს ამ დესტრუქციას, დესტაბილიზაციას და აქედან გამომდინარეობს მათი ეს გადაწყვეტილება, მოაწყონ საბოტაჟი. რასაკვირველია, გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი ჰყავთ, რომელიც მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შევიდნენ. მათ ამიტომ მისცეს ხმა და ამიტომ გამოიყო მათთვის ბიუჯეტიდან თანხები. მათი მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა. დარწმუნებული ვარ, ისეთი პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდება, რომ ამ პროცესში ჩაერთვებიან, მაგრამ ერთი უნდა ვთქვათ - შეიძლება არ მოგვწონდეს, რომ ოპოზიციის სრული სპექტრი პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა არის ამის ალტერნატივა. ამის ალტერნატივას რომ გაყვე და სასწორის მეორე პინაზე დადო რიგგარეშე არჩევნები - იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ღალატობ, რადგან ნგრევა და ეკონომიკური უკუსვლა, რომელიც ამას მოჰყვება, შეუქცევადი იქნება, ვინაიდან მთავარი ამოცანაა, რომ დესტრუქცია მოახდინონ და ქვეყანაში სიტუაცია არიონ. რიგგარეშე არჩევნებსაც უბრალო პირობებით არ ითხოვენ - მათი პირობაა, რომ საარჩევნო კომისია, ადმინისტრაცია, სასამართლო გაჩერდეს და ყველაფერში უცხოური ძალა ჩაერთოს, მათი მხარდამჭერი სტრუქტურა - დაწყებული ევროპარლამენტიდან კონკრეტულ სტრუქტურებზე დამთავრებული, რომლებიც რეალობაში ომის პარტიას წარმოადგენენ. ეს არის მათი გეგმა, რომელსაც ვერ აყვები მიუხედავად იმისა, არის თუ არა პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ოპოზიციას დაზეპირებული აქვს გარკვეული საკითხები, თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა ან საგარეო კურსი შეიცვალა და მეტი არანაირი პროგრამული წინადადებები არ გააჩნიათ.

„განცდა იმისა, რომ დამარცხდებიან, რასაკვირველია, უცხო არ არის, რადგან 2012 წლიდან არცერთი არჩევნები არ მოუგიათ. რეალურად, დამარცხებას უნდა ელოდოს ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც დაპირისპირებისაკენ და საქართველოს უკრაინიზაციისაკენ მოუწოდებენ. რასაკვირველია, დამარცხება არ ასცდებათ. არანაირი გეგმა და ხედვა არ გააჩნიათ. ამოჩემებული აქვთ ერთი, დაზეპირებული აქვთ გარკვეული საკითხები, თითქოს აქ რაღაც არჩევნები გაყალბდა ან საგარეო კურსი შეიცვალა და მეტი არანაირი პროგრამული წინადადებები არ გააჩნიათ. რასაკვირველია, მწარედ წააგებენ მითუმეტეს ამ ვითარებაში - რაც მსოფლიოში ხდება. საქართველოში დესტაბილიზაცია და დაძაბულობა არავის, მათ მხარდამჭერებსაც კი არ აწყობთ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო